მომხმარებლის რეგისტრაცია

ან გაუქმება

რედაქტორის რჩევით

რომელ ბანკს ანიჭებთ უპირატესობას?

სქემა, რომლის მიხედვითაც ჯარისკაცებს ავღანეთში წასვლას აიძულებენ

ხუთშაბათი, 13 ივნისი 2013 14:48

დაახლოებით ორი წლის წინ ,,ვერსიამ’‘ გამოაქვეყნა ჟურნალისტური მოკვლევა, რომლის მიხედვითაც, წინა ხელისუფლება, უფრო ზუსტად კი, თავდაცვის სამინისტრო ქართველ ჯარისკაცებს აიძულებდა, ხელი მოეწერათ კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც, იგი თანახმა იქნებოდა, ემსახურა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში.

  ამ წერილს მაშინ საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა სახელისუფლებო წრეებიდან. მირეკავდნენ და ყველა იმ რესპოდენტთან დაკავშირებას მთხოვდნენ, ვინც ხსენებულ საქმეზე ინფორმაციას მაწვდიდა. ნათელი იყო, სააკაშვილის მთავრობა მტკივნეულად განიცდიდა მხილებას ჯარისკაცების ნებასურვილზე ზეწოლასთან დაკავშირებით. სააკაშვილი ცდილობდა, მსოფლიო დაერწმუნებინა, რომ საქართველოში ყველაფერი რიგზე იყო და ქართველი მებრძოლები დიდი სიხარულით მიდიოდნენ ავღანეთში საომრად. მოკლედ, მაშინ ჩემი რესპოდენტები გადარჩნენ _ არჩევნები მოახლოვდა და მათთვის აღარავის ეცალა. მდგომარეობაც თითქოსდა მიწყნარდა, მაგრამ დღეს, როცა ავღანეთში დაღუპულ ქართველთა რაოდენობა 29 კაცს ითვლის, კვლავ აქტუალური ხდება საკითხი: თავისი სურვილით მიდიან თუ ისევ იძულებით მიჰყავთ ჩვენი ბიჭები ავღანეთში? ,,ვერსიასთან’‘ საუბარში წინააღმდეგობის მოძრაობა ,,იბერიის’‘ ერთერთი ლიდერი ვაჟა წიკლაური აცხადებს, რომ ამ მხრივ არანაირი მიდგომა არ შეცვლილა და ჯარისკაცები ძველი ინერციით, იძულებით გაჰყავთ ავღანეთში.  


_ ცხადია, არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ვინმე აიძულებს და პირდაპირ ულტიმატუმს უყენებს, რომ ავღანეთში წავიდნენ საომრად, ეს გაცილებით ,,ტექნიკურად’‘ ხდება. მე მქონდა საუბრები ჯარისკაცთა მშობლებთან და გაგაცნობთ იმ სქემას, რომლის მიხედვითაც სამხედროების საავღანეთოდ ,,დავერბოვკება’‘ ხდება: მოგეხსენებათ, სამხედრო მოსამსახურეებს, ასე თუ ისე, სტაბილური ხელფასი აქვთ. მართალია, ეს თანხა ბევრად ჩამოუვარდება ევროპელ ჯარისკაცთა ხელფასს, მაგრამ საქართველოს პირობებში, არსებობის საშუალებას იძლევა. მეორე მხრივ, ხელფასის ოდენობა საკმარისი არ არის ოჯახური პირობების გასაუმჯობესებლად და ამიტომ ჯარისკაცები დამოკიდებულნი არიან საბანკო მომსახურებაზე. დღეს ვერ ნახავთ საქართველოში სამხედრო პირს, რომელსაც რაიმე სახის საბანკო კრედიტი არ ჰქონდეს გამოტანილი. სწორედ ამ ფაქტორის გამოყენება ხდება მოცემულ მდგომარეობაში. ჯარისკაცებს საკმაოდ რბილი ტონით, ყველანაირი მუქარის გარეშე ეუბნებიან, რომ მათ ესაჭიროებათ მოხალისე კონტრაქტორები ავღანეთში გასაგზავნად. თუკი ვინმეს არ სურს ამის გაკეთება, მაშინ იძულებულნი ხდებიან, ეს ხალხი საერთოდ გაუშვან ჯარებიდან და მათ ნაცვლად, ისინი მიიღონ, ვინც უარს არ იტყვის ხსენებულ სამსახურზე. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ჯარისკაცისთვის სამსახურის გარეშე დარჩენა? ეს არის ხელფასის დაკარგვა, პლუს, ბანკის ვალი, ამიტომ, უნდა თუ არა, იძულებულია, ხელი მოაწეროს კონტრაქტს. 


_ ვაჟა, რა საჭიროა ამ ჯარისკაცების ძალით წაყვანა? 


_ ეს არის მიხეილ სააკაშვილის ერთერთი დანაშაული. თავის დროზე, როცა მან მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთის მისიაში მონაწილეობის თაობაზე, ეს გააკეთა არა ქვეყნის, არამედ ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გათვალისწინებით, ანუ, სანაცვლოდ, სააკაშვილს უნდა მიეღო თავისი პარტიის უპირობო მხარდაჭერა უცხოეთიდან, რაც მოხდა კიდეც და რის ნაყოფსაც დღემდე ვიმკით. მხედველობაში მყავს ვანო მერაბიშვილისა თუ დამნაშავე ნაციონალების შევიწროებით ,,აღშფოთებული’‘ ევროპელები. მაგრამ აქ არ იყო ჩადებული მთლიანობაში ქვეყნის ინტერესები. ახლა ნახეთ, რა ხდება. საქართველოს ავღანეთში ჰყავს გაცილებით მეტი ჯარისკაცი, ვიდრე ლატვიას, ლიტვას, უკრაინას, ხორვატიას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და ჩეხეთს ერთად აღებულს. შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნებიდან ზოგი ნატოს წევრია. მთლიანად ამ ქვეყნებიდან ავღანეთის მისიაში მონაწილეობს 1500 ჯარისკაცი, ჩვენი ქვეყანა კი 1700 კაცითაა წარმოდგენილი. აი, ამაში ვხედავ სააკაშვილის დანაშაულს. ჩვენი მონაწილეობის სანაცვლოდ, ვერ მივიღეთ ადეკვატური დახმარება. მხედველობაში მაქვს მაპი, როგორც ნატოში მიღების წინაპირობა. ახლა კი, საკითხი დგას ისე, რომ ნატოს ვერასოდეს ვეღირსებით. მაშინ რაღა აზრი აქვს მისიაში ჩვენს მონაწილეობას? ამ საკითხს სჭირდება გარკვევა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მიზნით მონაწილეობს მისი ქვეყანა ამ მისიაში. მთავრობაც იმისთვის არსებობს, რომ მსგავს კითხვას უპასუხოს და ეს სულაც არ არის ძნელი, უბრალოდ, კითხვების სწორად დასმას უნდა მივეჩვიოთ. კითხვა კი ასე ჟღერს: რას მივიღებთ ავღანეთში მონაწილეობის სანაცვლოდ? გადაწყვეტილებაც პასუხის შემდეგ უნდა მივიღოთ. 


_ პირადად რას ფიქრობთ? 


_ ჩემი აზრით, ახლა არ შეიძლება ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის თაობაზე საუბარი. მესმის საზოგადოებაში გაჩენილი ემოციები, რომელიც ქართველი ბიჭების დაღუპვამ გამოიწვია, მაგრამ ვიმეორებ _ პრაგმატულად უნდა მივუდგეთ საკითხს. ქართველები უკვე დიდი ხანია მონაწილეობდნენ იუგოსლავიის, ერაყის და ავღანეთის მისიებში, სანაცვლოდ, რეალურად ხელჩასაჭიდი ამ წლების მანძილზე არაფერი მიგვიღია. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს წინ უძღვოდა ნატოს სამიტი, სადაც გვითხრეს, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ იყო მზად მაპის მისაღებად და ეს ნათქვამი რუსეთმა აღიქვა ისე, რომ ნატო საქართველოსთვის თავს სულაც არ შეიწუხებდა. ეს არის ლოგიკური დასკვნა. მაშინ ჩვენთვის მაპი რომ მოეცათ, აგვისტოს ომი აღარ მოხდებოდა. დღეს მაინც უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი. სხვათა შორის, ვიცი რუსი ექსპერტების თვალსაზრისი, რომლებიც აღიარებენ, რომ თუკი საქართველოს ნატოში შესასვლელი კარი გაეხსნება, რუსეთს მთელ რიგ დათმობებზე მოუწევს წასვლა. ჰოდა, ვნახოთ, გავარკვიოთ, რისთვის ვღვრით ჩვენი ბიჭების სისხლს უცხო მიწაზე. ანუ მივიღოთ ამ სისხლისა და წვალების ადეკვატური დახმარება და არა შეშფოთება, რომელსაც არასოდეს იშურებდნენ ჩვენი მეგობრები. რაც შეეხება ავღანეთში ჩვენი ბიჭების გაყვანის სქემას, ეს უნდა მოიშალოს. ჯარისკაცი აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს თავის ნებაში, როცა საომარ მისიაში მონაწილეობას გადაწყვეტს.

 

versia.ge

 

 

Share

დღის სკანდალი

რომელ მობილურ ოპერატორს ანიჭებთ უპირატესობას?

მაგთი/ბანი/ბალი - 53.5%
ბილაინი - 16.6%
ჯეოსელი/ლაი-ლაი - 30%

ხმების რაოდენობა: 4751 განახლება

თვის კითხვადი სტატიები